პარლამენტში იუსტიციის მინისტრს ელოდებიან

16 დეკემბერი 2022, 12:01 458 ნახვა

პენიტენციურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროვების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში დღეს იუსტიციის მინისტრს ელოდებიან. რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.

მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ისაუბრებს გეგმებზე, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

რაც შეეხება დეპუტატების შეკითხვებს, ოპოზიცია ძირითადად მიხეილ სააკაშვილის საკითხით ინტერესდება, ქართული ოცნების დეპუტატები დარწმუენბულები არიან, რომ მინისტრს ყველა კითხავზე ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი ექნება. 

რატი ბრეგაძეს პარალმენტში პროტესტით ხვდებიან, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საკონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათებით და ლოზუნგებით მივიდა, რითაც მას პარლამენტში არ უშვებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი