ბათუმის პორტში ტვირთს ვერ ცლიან

13 დეკემბერი 2022, 14:50 1067 ნახვა

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი გაზრდილი  ტვირთბრუნვის გამო კონტეინერების მომსახურებას ვეღარ ახერხებს, ავტოიმპორტიორებს კი     ტვირთების დაყოვნების გამო ჯარიმების გადახდა უწევთ,  რაც როგორც კომპანიებს, ასევე მათ მომხმარებელს აზარალებს.     

ბათუმის პორტის ადმინისტრაცია ავტოდილერებს კონტეინერების ფოთში ტრანსპორტირებას და ფოთის პორტში გახსნას ურჩევენ, რაც   ნაწილმა უკვე დაიწყო.    

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს, სადაც განგვიცხადეს, რომ გაზრდილი დატვირთულობის მიუხედავად,  ტერმინალი ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდება. მათ განმარტებით, ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს დამატებითი სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას, დამატებითი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის შეძენასა და მოწყობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი