სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის გახსნასა და სამომავლო გეგმებზე.
სააგენტოს დირექტორი განსაკუთრებულ მიღწევად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცებას ასახელებს.