“მე მიყვარს აჭარისწყალი” - მონაწილეობითი ბიუჯეტის გამარჯვებულია

11 დეკემბერი 2022, 10:51 1031 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის “იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის'' ფარგლებში აჭარის წყლის ადმინისტრაციულ ერთეულში საუკეთესო იდეის ავტორი ცნობილია. 

3 პროექტიდან ადგილობრივების ყველაზე დიდი მოწონება საბა სურმანიძის იდეამ  "მე მიყვარს აჭარისწყალი" დაიმსახურა - აღნიშნული წარწერა აჭარის წყლის ცენტრში განთავსდება.

არჩევნებში სულ  150-ი ადგილობრივი მონაწილეობდა და მათ 3 იდეიდან ერთისთვის უნდა დაეჭირათ მხარი.

საუკეთესო იდეა 2023 წელს განხორციელდება, რისთვისაც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან  60 000 ლარი დაიხარჯება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი