აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელი შეაჯამა

10 დეკემბერი 2022, 17:31 723 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.  დეპარტამენტის უფროსმა  მიმდინარე  წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარადგინა და   ისაუბრა სამომავლო  გეგმებზე.

მამუკა თურმანიძის  ინფორმაციით, წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის 53 მილიონ 792 ათას 69 ლარი დაიხარჯა.17 მიმართულებით მოეწყო ასფალტობეტონის საფარი, 7 მიმრთულბით კი ასფალტბეტონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30  კმ  სიგრძის საავტომობილო გზას. მომავლი წლისთვია გაზრდილია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი და 60 მილიონ  ლარამდე  შეადგენს.

გათვალისწინებულია თანხები  ხიდების,  წყალანირებისა და დამცავი ნაგებობების მოწყობად. საყრდენი კედლლების მშენებლობისთვის. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უწყების 6 თანამშრომელი დაჯილდოვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი