ზედა სამებაში მცხოვრებლები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ

03 დეკემბერი 2022, 10:54 693 ნახვა

ზედა სამებაში მცხოვრებლები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ. ამბობენ, რომ დაზიანებულ და ვიწრო მონაკვეთზე გადაადგილება რთულია, განსაკუთრებული პრობლემა სახანძრო და სასწრაფო ბრიგადების გამოძახების დროს ექმნებათ. გზის აღნიშნული მონაკვეთით 30-მდე ოჯახი სარგებლობს. 

ხელვაჩაურის მერის  განცხადებით, ზედა სამების  სოფლის გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი