მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ორგანიზმი არის გაძლებაზე - ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავა იმ მიზნით, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს დიაგნოზები, რომლებიც მისი თქმით, სპეციალისტებმა მოამზადეს. გარდა ამისა, გუშინ აჭარის მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს დროს გიული ალასანიამ განაცხადა, რომ 3 დეკემბერს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას ოჯახი არ აპირებს.