საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვები იწყება, საკითხზე დღევანდელ მრჩეველთა საბჭოზე ისაუბრეს. დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს ფარული კენჭისყრით თავმჯდომარის მოადგილედ თამილა დოლიძე, რომელიც უფლებამოსილების ამოწურვამდე იქნება დაკავებულ თანამდებობაზე.