გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სეზონურ ვირუსებზე, მათ შორის, გრიპზე საუბრისას განაცხადა.
"გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, - აღნიშნავს გაბუნია.
მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 170 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.
როგორც ის განმარტავს, რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა კვლავ უფასოა, ამიტომ მოუწოდებს მათ, რომ აიცრან.