არჩევნები ენმ-ში

28 ნოემბერი 2022, 14:13 607 ნახვა

არაფორმალური გავლენებისა და გაურკვეველი კამპანიების შესახებ საუბრობს ნიკა მელია პოსტში, რომელიც ენმ-ში დაგეგმილ არჩევნებს ეხება.  მელია წერს, რომ პარტია  უნდა იყოს ერთიანი  მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, თუმცა ამის ნაცვლად "კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს.

პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მთავარი გამოწვევა  სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამასთან წერს, რომ   პარტიაში არჩევნების ჩატარების ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე მორიგი სხდომა გაიმართა, თუმცა როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისყრა  - პარტიაში აზრი  ისევ ორად არის გაყოფილი.

,,ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!" - წერს ნიკა მელია.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი