სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი ხაშურის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.
პოლიციამ კი ყაჩაღობისა და ძალადობის მუხლით 2 პირი დააკავა.
სავარაუდო დამნაშავეების ოჯახის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობიან და მათი შვილი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა.
27 წლის სავარაუდო მოძალადის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი წარსულში ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.
შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში მოხდა.