ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა პერფორმანსი სახელწოდებით ”ვინ დაიცავს?” ლადო მესხიშვილის თეატრის წინ გამართეს. აქტივისტები ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ უმძიმეს ფაქტებს გამოეხმაურნენ.
აქციას ერთგვარი პერფომანსის სახე ქონდა. “რამდენიმე გაუპატიურებული გოგო ნოემბრის თვეში, ქალების ასობით ცემის და ათობით მკვლელობის ფაქტი წელს, ვინ დაიცავს მათ?! ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი მოძალადის მსხვერპლი ხდება, რადგან ქალის ხვედრი ამ ქვეყანაში ხშირად ურთულესია და რატომ არ იღებენ ხმას სხვა ქალები, რატომ ადანაშაულებს დედა - ქმრისგან მოკლულ შვილს?! რატომ კლავს მამა ქალიშვილს, რომელიც გააუპატიურეს?!”- აცხადებენ აქტივისტები.