ინტერნეტ მმართველობის რიგით მერვე ფორუმი - Geo-IGF 2022. ღონისძიება 20–მდე თემატურ სესიას და გამოსვლას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს შეეხება.
მონაწილეები კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის ღიაობის საკითხებზე მსჯელობენ.
ფორუმის ფარგლებში განხილვა წარიმართება, ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა საქართველოს ინტერნეტ-ქსელის განვითარება და საყოველთაო ინტერნეტიზაცია; ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის აღსრულების და მედია წიგნიერების მდგომარეობა; ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.