ქართული ღვინის ფორუმი დევისსა და სან-ფრანცისკოში

21 ნოემბერი 2022, 11:18 521 ნახვა

კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა. რიგით მეხუთე ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა, მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის სტრატეგიის საკვანძო ელემენტები და სხვა საკითხები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი