რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ეს ის მთავარი საკითხებია რაზეც ესპანეთში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები მსჯელობენ.
NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდეს ყველა ფორმატში, სადაც სათანადოდ იქნება დაყენებული საქართველოს მისწრაფებები, რომ გავხდებით NATO-ს წევრი ქვეყანა ბოსნიელ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად.