ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის

17 ნოემბერი 2022, 18:23 711 ნახვა

წყლის სისუფთავის, სანიტარული ნორმებისა და ჰიგიენის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ მოზარდებს. პროექტში სხვადასხვა სკოლის 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ტრენინგი ორდღიანია, ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების თეორიული ლექციის შემდეგ, ხვალ იგეგმება წყლის სინჯების აღება. ტრენინგს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით,  სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია ახორციელებს. თანამშრომლობის ფარგლებში მოზარდებს რამდენიმე სემინარი უკვე ჩაუტარდათ, მათ შორის ბავშვთა უფლებების, პანდემიისა და ბულინგის   შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი