ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში დათბება - გარემო

17 ნოემბერი 2022, 16:15 930 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.

სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება. ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება.

ამასთან, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი