დღეს სტუდენტთა საერთაშორისო დღეა

17 ნოემბერი 2022, 12:27 599 ნახვა

მსოფლიო 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სტუდენტთა დღეს, მსოფლიოში 1946 წლიდან აღნიშნავენ და ის პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. იგი 1939 წლის ნოემბრის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს, საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა მაშინ ათობით სტუდენტი დააპატიმრეს.

მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პრაღაში, დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

თარიღი საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი