ჩეხი დიპლომატი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

10 ნოემბერი 2022, 17:39 464 ნახვა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ჩეხმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში