საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებები, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და უკანონო ბორდერიზაცია - ამ საკითხებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება.
შეხვედრაზე ასევე განიხილება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი 9 ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.