ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაუკავშირდა უკრაინის ენერგოსისტემას - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, რაფაელ გროსი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარემონტდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის - გარე ელექტროგადამცემი სარეზერვო ხაზი, რომელიც მუშაობს ქსელიდან ელექტროენერგიის მიწოდებისთვის.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები მარტიდან მოყოლებული აკონტროლებენ, თუმცა ის უკრაინელი ინჟინრების მიერ იმართება.
ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ბრძოლებმა ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში შეიძლება კატასტროფული ავარია გამოიწვიოს.