უკრაინას ნიდერლანდები 120 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს ყოვლისმომცველი პაკეტი მნიშვნელოვანი სიგნალია რუსეთისთვის.
ნიდერლანდები, ჩეხეთთან და აშშ-თან ერთად, ჩეხეთიდან უკრაინას 90 მოდერნიზებულ და გარემონტებულ ტანკს მიაწვდის.
ტანკების ნაწილს უკრაინა უკვე შემდეგ თვეში მიღებს, ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.