სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი - ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრების პროცესში არ მონაწილეობს

04 ნოემბერი 2022, 12:06 585 ნახვა

25 ოქტომბერს დაწყებული პროცესი ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში მთავრდება. დღეს კანონმდებლები ბოლო სამეულიდან მხოლოდ ორს,  გიორგი ცობეხიასა და  იაგო ხვიჩიას მოუსმენენ, რადგან მესამე კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და მიზეზიც განმარტა. 

ვინ ჩაანაცვლებს ნინო ლომჯარიას, ერთ თვეში გამოჩნდება. კანონმდებლებმა არჩევანი 17 პრეტენდენტს შორის უნდა გააკეთონ, მათგან კეთილსინდისიერებით, ავტორიტეტით, მიუკერძოებლობითა და დამოუკიდებლობით გამორჩეული კანდიდატი უნდა შეარჩიონ. სწორედ ეს ოთხი კრიტერიუმია მთავარი საზომი, რომელთა მიხედვითაც ახალ ომბუდსმენს აირჩევს პარლამენტი. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში