უხვი ნალექის შედეგად, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - მერიაში 10-მდე განაცხადია შესული

04 ნოემბერი 2022, 11:29 2239 ნახვა

სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოწვია. სახლების დატბორვის თაობაზე, ამ ეტაპზე, უწყებაში 10 განაცხადია შესული - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.

მათივე განმარტებით, "ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭების, არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.

"მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები. ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. ამასთან, სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება. დილის მონაცემებით, დატბორვასთან დაკავშირებიით დაფიქსირებულია 10-მდე მისამართი,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი