გახმაურებულ საქმეზე 3 წლიანი განხილვა ევროსასამართლოში დასრულდა - გადაწყვეტილება დეკანოზის საქმეზე რამდენიმე წუთში გამოცხადდება, რის შემდეგაც გიორგი მამალაძის უფლებადამცველი განცხადებას გააკეთებს. ადვოკატები კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევებზე მიუთითებენ. სწორედ ამ დარღვევებზე მსჯელობდა სტრასბურგი სამი წლის განმავლობაში.
დაცვის მხარეს პრეტენზიები აქვს, რამდენად სამართლიანად განიხილა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე და რამდენად სამართლიანად მოიპოვა პროკურატურამ მტკიცებულებები. ასევე სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება საქმის გასაიდუმლოებასა და სასამართლო პროცესების დახურვაზე და დაირღვა თუ არა მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია, ვინაიდან სასამართლოს განაჩენამდე მამალაძის წინააღმდეგ შავი პიარი აგორდა. მამალაძეს გაუვრცელეს ფარული ჩანაწერებიც.
თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატიმარ მღვდელს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა, ხელისუფლებას მისი ციხიდან გათავისუფლება მოუწევს. დღევანდელი გადაწყვეტილება 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს. დეკანოზი გიორგი მამალაძე დაახლოებით 6 წლის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე.
სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.