საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები, ასევე სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში საერთო ჯამში 270 პროექტში თითქმის 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის.