თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია 33 წლის კაცი, რომელმაც 26 წლის ახალგაზრდა მოკლა. შსს -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდება.