ევროკავშირმა 17.5 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინა

28 ოქტომბერი 2022, 11:40 406 ნახვა

ევროკავშირმა 17.5 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინა. ევროკომისიის წარმომადგენლის კრისტიან ვიგანდის თქმით, საუბარია 1350 პირისა და ორგანიზაციის აქტივებზე.  ვიგანდის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სასანქციო სიებში მყოფებს უყინავენ ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და იახტებს. გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაზე მოდის: გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, იტალია და ავსტრია. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ საკუთრებასთან ამ ქვეყნებში, არამედ ხელისუფლების ორგანოების მუშაობასთან და სანქციების ეფექტიანად შესრულებასთან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი