აჭარის მთავრობის სხდომა

24 ოქტომბერი 2022, 15:01 622 ნახვა

მომავალი წლის ბიუჯეტი და პროექტები განიხილეს დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე.  სხდომის დაწყებამდე მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს ბიუჯეტის მოცემულობამ.  4  მილიონი ლარია გათვალისწინებული ეკომიგრანტების უზრუნველყოფის პროგრამისთვის,  4 მილიონ ნახევარი კი გაზიფიცირებისთვის.   

აღნიშნა, რომ ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის განსახორციელებლად ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხები. ასევე გაგრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით სარგებლობას აჭარაში 39 სოფელში მცხოვრები 6000-მდე ოჯახი შეძლებს. 

იზრდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსება და პროექტები.  

მომავალი წლის ბიუჯეტი გადაეგზავნება უმაღლეს საბჭოს განსახილველად, რის შემდეგაც  საკანონმდებლო ორგანოდან მიიღებენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა კორექტირების შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე გავა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი