დღეს წარვადგინეთ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, ის ითვალისწინებს ყველა იმ პრიორიტეტს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სხდომის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 5.2%-ით.
"დღეს წარვადგინეთ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, ის ითვალისწინებს ყველა იმ პრიორიტეტს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ველოდებით, რომ უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების შემდეგ იქნება მხარდაჭერა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს და ის შეადგენს 507 მილიონ 300 ათას ლარს, რომელიც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 5.2%-ით, ასევე ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაბამისი ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსულობებზე, საგადასახადო გადასახადზე და ის განისაზღვრა 410 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით შეადგენს 17.2%-ით ზრდის ოდენობას.
აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურული მიმართულების პროექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პრიორიტებები, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას, ამ მიმართულებით 4 მილიონი ლარით განისაზღვრა ეკომიგრანტების და შესაბამისი საცხოვრისი უზრუნველყოფის პროგრამა, ჩვენ ვზრდით დაფინანსებას და მომავალი წლიდან იქნება 40 ათასი ლარი, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის.
უკვე მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ ოცნების ქალაქის, მეორე ფაზის დაფინანსებას და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება განისაზღვრა 17 მილიონი ლარით", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
თორნიკე რიჟვაძემ მოგვიანებით ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.