ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას აგრძელებს

24 ოქტომბერი 2022, 14:02 464 ნახვა

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას აგრძელებს- ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.  

უწყების  განმარტებით, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები ნელია, ხმაურიანი და დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავენ, რაც მათ განადგურებას აადვილებს.  

სავარაუდოდ, რუსეთი მათ რუსული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღის შემცვლელად იყენებს, რომელიც სულ უფრო დეფიციტური ხდება“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი