ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა ქართველი ემიგრანტი ბელგიაშიც. 40 წლამდე ქალი თურქეთიდან დამსაქმებელმა ბელგიაში, მოტყუებით, იმ პირობით წაიყვანა რომ ოჯახში ბავშვებს მოუვლიდა, თუმცა იქ, დასაქმებისთვის ჩასული ქალი ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.
დაზარალებულ ემიგრანტს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ეხმარება, რომელიც აცხადებს, რომ ბელგიის პოლიცია საქმის კურსშია და სამართალდამცავებმა დაზარალებული უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ანა ბალამცარაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც.