სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ხელისუფლების წევრებთან შეხვედრისას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს სამივე ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და რუსეთის აგრესიაზე.