ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს.