პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

16 ოქტომბერი 2022, 17:56 508 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი  ხვალიდან მოლდოვაში ვიზიტს იწყებს.  სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდება.

მაია სანდუსთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი