თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 24 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იწვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად 24 სართულიანი შენობის ქვედა სართულებზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო. საცხოვრებელი კორპუსი სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარეობს.
ქალაქის მერის ეკრემ იმამოღლუს განცხადებით, ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაღუპულა.
ადგილზე რჩებიან სახანძრო და სამაშველო სამსახურები.