უკრაინაში ომის 235-ე დღეა. ოკუპანტი რუსეთი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს. ნადგურდება საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ზაპოროჟიეს ოლქში, პოხოვკის რაიონში გვიან ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაინგრა 2 სკოლა.
ნიკოპოლის მიმართულებით გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტმა 40-ზე მეტი რაკეტა ისროლა, გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.