საქართველო ევროპული ოჯახის წევრია - პორტუგალიის პრემიერ - მინისტრი

15 ოქტომბერი 2022, 18:09 632 ნახვა

„საქართველო ევროპული ოჯახის წევრია“ - ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები ამჯერად ბერლინში გაკეთდა.

გერმანიაში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. წელს პარტია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე აირჩიეს, ახალი პრეზიდენტიც.

სოციალ-დემოკრატების პარტიას სტეფან ლოფვენი უხელმძღვანელებს. მისი განცხადებით, სასიხარულოა საქართველოს სწრაფვა და სურვილი კანდიდატობის სტატუსისკენ. ყრილობაზე ლიდერებმა საქართველოზეც ისაუბრეს.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი პერსპექტივა აქვს.

გარდა ამისა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან.

სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში, მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელიც დღეს სრულდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი