ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ სწავლებაში 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. ისევე როგორც წინა წელს, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული ბი-52 ბომბდამშენები.
სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის ტერიტორიაზე, ასევე ჩრდილოეთ ზღვასა და დიდ ბრიტანეთში. წვრთნების დროს საბრძოლო სროლის ვარჯიშები არ ჩატარდება.