ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.
პრემიერის განცხადებით, მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აგრძელებს.
საბჭოს წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.