ვაკის პარკის ტრაგედიას იხსენებენ მებაღე და ქალი, რომელმაც ერთ-ერთ მოზარდს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. დევი მეზურნიშვილმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი მოზარდის სიცოცხლე იხსნა. დიდი რისკის მიუხედავად, ერთადერთი რაზეც დღეს გული წყდება, ის არის, რომ მცდელობის მიუხედვად, ვერ შეძლო მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა. მეგი ბანცაძეც ბავშვების უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს.