ვითარება უკრაინაში

14 ოქტომბერი 2022, 13:53 559 ნახვა

უკრაინაში ომის 233 დღეს უკვე 423 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა 1 233-ზე მეტი ბავშვი, დაზიანდა 2  ათას 614   სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 313 სრულად განადგურდა. 

უწყების  ანგარიშის მიხედვით, მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებების გამო საბოლოო არ არის. უკრაინული მედია სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით  ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის სასაფლაოზე რუსებმა თითქმის 30 000 რუსი სამხედრო დაკრძალეს.  

აგრესორები ქალაქს სასაფლაოდ იყენებენ.  უკრაინის მთელ ტერიტორიაზე აგრესორი არ წყვეტს იერიშს.

დნეპროვეტროვსკის ოლქს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა იარაღით ესხმოდა თავს.  დნიპროსა და ნიკოლოპის ტერიტორიაზე კი იერიში „კამიკაძე“ დრონით მიიტანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი