უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ. უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
„მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს ჩვენ განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას. ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ.
მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთმა გაგაძლიეროთ“, - განაცხადა პატრიარქმა.