ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის რატომ გადავიდა დენი წყალზე, რასაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექსპერტები სწავლობენ.
შადრევნის შესწავლა სპეციალისტებმა უკვე დაასრულეს, სწორედ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა დაადგინოს, რომელი ტექნიკური მოწყობილობა გამოვიდა მწყობრიდან, და საერთოდ, იყო თუ არა სამუშაოები თავის დროზე ხარისხიანად შესრულებული.
პარალელურად გრძელდება გამოკითხვები პოლიციაში. ამ დრომდე გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი და მერიის გარემოსა დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. სწორედ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა რეაბილიტირებული შადრევანი, რომელიც 12 ოქტომბერს, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გაიხსნა.