პოლიციამ არასრულწლოვნები და სკოლის პერსონალი გამოკითხა

14 ოქტომბერი 2022, 12:02 662 ნახვა

ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებთან ყველა პირი გამოიკითხა.   ამის გარდა,  ვაკის პარკში  მომხდარი ტრაგედიის დროს  იქ მყოფი 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების,  სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც  გამოიკითხნენ.  მთელი ღამე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ვაკის პარკში.  

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაიწყო მუხლით, რომელიც  გულისხმობს  ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით  პატიმრობას ითვალისწინებს.  

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი  კლინიკაში გარდაიცვალა. ორი დაშავებული მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში