რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - უკრაინული მედია

14 ოქტომბერი 2022, 10:12 605 ნახვა

რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ნათქვამია ყოველდღიურ საინფორმაციო მიმოხილვაში, რომელსაც უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის არმია არ წყვეტს სარაკეტო დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო დღე-ღამეში დაზიანდა ობიექტები და მშვიდობიანი მოქალაქეები დასახლება ბროდიში, კიევის ოლქის ნალივაიკოვიში, ასევე ნიკოლაევში და ნიკოპოლში.

იერიშების დროს გამოყენებული იყო როგორც ფრთოსანი და საავიაციო რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი