საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი რუმინეთში

11 ოქტომბერი 2022, 12:05 446 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტს რუმინელი კოლეგა, პრეზიდენტი კლაუს იოჰანი დახვდა.

დახვედრის ცერემონიაზე საქართველოსა და რუმინეთის ჰიმნები გაჟღერდა, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტი დელეგაციის წარმომადგენლებს მიესალმა.

რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში