განიხილავს თუ არა პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის 2 ვერსიას, ჯერჯერობით უცნობია. მმართველმა გუნდმა კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე წარადგინა, რომელიც უკრაინაში მიღებული კანონის ანალოგიურია. ოპოზიცია კი საკუთარ ვერსიაზე ამ დრომდე მუშაობს. პროექტის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი ათი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.როგორია მხარეთა პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით.