კომიტეტებს მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ

10 ოქტომბერი 2022, 17:53 1174 ნახვა

პარლამენტის კომიტეტებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი  24 მილიარდზე მეტი  ლარი იქნება, რაც მთავრობის ინფორმაციით, საშუალებას იძლევა ქვეყანამ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770  მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც.  განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290  მილიონ ლარზე მეტით. მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება. ინფრასტრუქტურულ პროქტებზე  6 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი