ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა​ - უკრაინული მედია

07 ოქტომბერი 2022, 11:31 416 ნახვა

ზაპოროჟიეზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაშველები ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე, დღეს დილით, კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ქალაქში განგაშია გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში